საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის წესი იცვლება
26-06-2014, 02:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის წესი ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა სამართლებრივ ჩარჩოებში და გამორიცხული იქნება თვითნებობა ნებისმიერი თანამდებობის პირის მხრიდან , - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის, ეკატერინე ქარდავას ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა.

 

 

მათი განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობა ხელფასებისა და თანამდებობრივი სარგოების მოქნილი, სამართლიანი განაწილების პრინციპზე დაფუძნებული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. აღნიშნული პროექტი მთავრობის სხდომას დღეს წარედგინება.

 


ნინო კობახიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და გაჩნდა კითხვები სახელმწიფო მოხელეების, მაღალი თანამდებობის პირების მიერ განსაკუთებით დიდი ოდენობით მიღებულ პრემიებთან დაკავშირებით.

 


"სწორედ ამიტომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ამ საკითხზე მუშაობენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო, ამ დროისთვის უკვე შემუშავებულია პრემიების გაცემის წესი და სულ მალე წარედგინება მთავრობას დასამტკიცებლად. აღსანიშნავია, რომ პრემირების წესის შემუშავებაში ჩვენ გავითვალისწინეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, მივუსადაგეთ საქართველოს რეალობას" ,- აღნიშნა ნინო კობახიძემ.

 

 

მისივე თქმით, დღეისათვის უკვე დადგენილია პრემიის ზღვრული ოდენობა, რომლის ზემოთაც დაუშვებელი იქნება პრემიის გაცემა, განსაზღვრულია როგორც პრემიის გაცემის პერიოდულობა, აგრეთვე პრემიის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების წრე.

 


"ეს გახლავთ მნიშვნელოვანი სიახლე, ეს არის ერთგვარი შეზღუდვა, რომელიც უკრძალავს ხელმძღვანელ პირს საკუთარ თავს გამოუწეროს პრემია. ამიერიდან ვერავინ ვეღარ შეძლებს ამ სრულიად მანკიერი წესით ბიუჯეტის ფულის ხარჯვას",-განაცხადა კობახიძემ.

 

 

როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 1-ელი ივლისისთვის დაგეგმილია საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის წარდგენა ფართო საზოგადოებისათვის.

 

 

"ეს კონცეფცია გახლავთ ერთწლიანი კონცეპტუალური მსჯელობის შედეგი და ითვალისწინებს სრულიად ახლებურ მიდგომებს. მისი შემუშავება მოხდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ამაში გვეხმარება და მხარში გვიდგას ამერიკის განვითარების სააგენტო (USAID), კონცეფციის შესამუშავებლად მუშაობდა სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ როგორც უცხოელი ექსპერტები, ისე ქართველი მეცნიერები და პრაქტიკოსები", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი