პეტრე ცისკარიშვილი: დავით ბაქრაძე ყველა მონაცემით, როგორც სამსახურებრივი საქმიანობის მოწონებით, ასევე პირადი სიმპატიით პირველ ადგილზე გავიდა
13-04-2016, 03:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

NDI-ის კვლევების მონაცემები დაახლოებით თანაბარია, მაგრამ ძალიან ბევრი რჩება ისეთი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას, - განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

 

 

„მონაცემები დაახლოებით თანაბარია, მაგრამ ძალიან ბევრი რჩება ისეთი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას. ჩვენ ამ ხალხთან ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. ვიცით, რომ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ელექტორატი გვყავს, მაგრამ ამის მიღმა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თვალი გავუსწოროთ იმ პრობლემებს, შეცდომებს, რაც წარსულში გვქონდა, ხალხს დავანახოთ, რომ ჩვენ ვისწავლეთ ამ შეცდომებზე და ამავდროულად დავანახოთ ჩვენი სამომავლო ხედვა - რა ტიპის რეფორმებს გავატარებთ იმისთვის, რომ ამ გაჭირვებიდან გამოვიყვანოთ ჩვენი ხალხი და ქვეყანა”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

 

ცისკარიშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის დავით ბაქრაძის რეიტინგზეც იუსაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი პიროვნული და პარტიული საქმიანობის დამსახურებაა.

 

 

„დავით ბაქრაძე ყველა მონაცემით, როგორც სამსახურებრივი საქმიანობის მოწონებით, ასევე პირადი სიმპატიით პირველ ადგილზე გავიდა, რაც ძალიან კარგია. ეს დათოს პიროვნული და პარტიული საქმიანობის დამსახურებაა. ის მუდმივ შეხებაშია ხალხთან, დადის შეხვედრებზე, ისმენს მათ პრობლემებს, ცდილობს გადაწყვიტოს ეს პრობლემები და ხშირად წარმატებითაც. ასე, რომ მისი პიროვნული მონაცმეების, მუშაობის და რა თქმა უნდა, პარტიის ბოლო პერიოდის მოღვაწეობის შედეგია ეს რეიტინგი”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი