გია ვოლსკი NDI-ს კვლევებს უნდობლობას უცხადებს
13-04-2016, 03:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ ლიდერი გია ვოლსკი NDI - ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოკითხვები რეალური არ არის და NDI - ს ავტორიტეტი საქართველოში არ აქვს.

 

,,მოულოდნელი ამ გამოკითხვაში არაფერია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კვლევების მიხედვით 2012 წელს ჩვენ 12% გვქონდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, არც ერთი რეიტინგული პოლიტიკური გამოკითხვა NDI- ის არ შეიძლება მიღებულ იქნას როგორც რეალური.საკმაოდ სერიოზული ჩრდილი მიადგა NDI-ს, იმის გამო რომ ორგანიზაცია უკვე ათეული წელია ატარებს გამოკითხვას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ,,ნაციონალურ მოძრაობასთან. უკვე რამდენი ხანია ვერ გამოვიდა NDI იმ ჩრდილიდან, რომელიც მიაყენა ამ ორგანიზაციამ მის ავტორიტეტს საქართველოში, თუმცა ის ბევრ დადებით პროგრამას აკეთებს.

 

გარდა ამისა, რეიტინგული გამოკითხვები ტარდება იმ ადამიანებში, რომელიც აცხადებს, რომ ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია და აუცილებლად მიდიან არჩევნებზე. დიდი ნაწილი ადამიანებისა, რომელიც არ სცემს პასუხს რასაკვირველია, ვერ გამოხატავს თავის პოზიციას და ბევრი ნიუანსია, რომელიც არასგზით არ მოხერხდა, რომ კვლევის მეთოდიკა

ექსპერტებთან შეათანხმონ და ბოლოს და ბოლოს გამოვიდეს NDI იმ მოჯადოებული წრიდან, რომელსაც ჰქვია უავტორიტეტობა და ნდობის სრული დაკარგვა. თვითონაც არ აპირებს ამის გაკეთებას. ვფიქრობ, რომ 2016 წლიდან როდესაც ახალი კონრაქტები გაფორმდება გამოკითხვასთან დაკავშირებით, NDI-ს ეყოფა გონიერება შეკრიბოს და ჩამოაყალიბოს ისეთი სტრუქტურა, რომელიც საზოგადოებაში ისარგებლებს მხარდაჭერითა და ნდობით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი