პანამაში პოლიციამ იურიდიული კომპანიის Mossack Fonseca-ს ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება. პანამის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ჩხრეკა არა მარტო ცენტრალურ ოფისში, არამედ კომპანიის ფილიალებშიც ჩატარდება. ბრიტანული "გარდიანი" კი იუწყება, რომ პოლიციამ აღნიშნული იურიდიული ფირმის ადგილობრივი ოფისები ელ-სალვადორში უკვე გაჩხრიკა და იქიდან დოკუმენტები და მოწყობილობები წაიღო.
ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა მსოფლიო ლიდერებზე და პოლიტიკოსებზე მასშტაბური გამოძიების მასალები, ე.წ. პანამის დოკუმენტები აპრილის დასწაყისში გამოაქვეყნა. მასში მსოფლიოს ასობით პოლიტიკოსის სახელია ნახსენები. ჟურნალისტების ხელში უზარმაზარი მოცულობის ელექტრონული საბუთები აღმოჩნდა, რომლითაც დასტურდება, რომ Mossack Fonseca კლიენტებს გადასახადებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა.
ე.წ. „პანამის დოკუმენტების“ გამოქვეყნებას მსოფლიოში უდიდესი სკანდალი მოჰყვა. "პანამის დოკუმენტების" გაჟონვის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია ისლანდიის პრემიერ მინისტრს, ხოლო თემთა პალატაში ახსნა-განმარტებები ჰქონდა მისაცემი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს დევიდ ქამერონს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.