NDI-ს კვლევის შედეგებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია გამოეხმაურა.
ხოშტარიას განცხადებით, აქამდე არ ყოფილა პრეცედენტი, რომ სახელისუფლებო ძალას ასეთი დაბალი რეიტინგი ჰქონოდა.
„ეს არის ფაქტობრივად, უარის თქმა. ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იფიქრონ, თუ რას შესთავაზებენ საზოგადოებას მთავრობის კრახის ფონზე. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ნინო ბურჯანაძის პარტია გაქრა რუკიდან, როგორც ჩანს, რუსული პოლიტიკური ორიენტაციისდმი განწყობა სწორედ ამ პარტიის მიმართ დამოკიდებულებით აისახა“ - აცხადებს ხოშტარია "რუსთავი-2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.