ექსპერტი, გია ხუხაშვილი NDI-ს კვლევის შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ პოლიტიკური ელიტა არის ღრმა კრიზისში.
„კვლევის შედეგების მიხედვით, ამომრჩევლის უდიდესი უმრავლესობა ყველა პარტიას ეუბნება არას. ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლება უმცირესობაშია დარჩენილი. დიდი ალბათობით ჩვენ მივიღებთ მულტიპარტიულ პარლამენტს“- განაცხადა გია ხუხაშვილმა „რუსთავი-2“-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.