დავით ნარმანია - მივმართავ მოსახლეობას, ნუ აყვებიან პროვოკაციებს!
13-04-2016, 03:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მთავრობის მიმართ ოპონენტების მხრიდან მიზანმიმართული პროვოკაციებია დაგეგმილი. ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას მოუწოდა, რომ ნუ აყვებიან პროვოკაციებს.

”მინდა მივმართო მოსახლეობას, ნუ აყვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციებს და ნუ ჩაერთვებიან პოლიტიკურად მართულ პროცესებში. ეს არ უკავშირდება მათი რაიმე ყოფითი პრობლემების მოგვარებას და მხოლოდ და მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯებია. შესაბამისად, ეს ქმედები კონკრეტული პირების პოლიტიკური მიზნების მიღწევასთან არის დაკავშირებული, რასაც არც ჩვენ და არც თქვენ ხელი არ უნდა შევუწყოთ. ჩვენთვის მთავარია ვაკეთოთ საქმე. ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რათა მოსახლეობას უკეთესი საცხოვრებელი და გარემო პირობები ჰქონდეთ”, - აცხადებს ნარმანია.

მისივე თქმით, ოპონენტები ცდილობენ მთელი რიგი საკითხები გადაიყვანონ პოლიტიკურ ჭრილში და საზოგადოების ნაწილი შეიყვანონ შეცდომაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი