პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას რუსეთი ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ განცხადება მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
ზურაბ აბაშიძე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებად აფასებს.
"ჩვენ მივედით იმ დღემდე, როდესაც მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს და რუსეთი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება. ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, ძალიან დიდი მონდომება და პროფესიონალიზმი. ყველაფერი თავისთავად არ მომხდარა, ამიტომ, ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ნამდვილად სერიოზული წარმატებაა", -განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხვალ ბრიუსელში გააფორმებს. დოკუმენტს ხელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს. ღარიბაშვილთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში ოთხი მინისტრი შედის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.