"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანი NDI-ს კვლევის შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ 15%-იანი სამთავრობო პარტია ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მხარდამჭერი აღარ ჰყავს.
"15 პროცენტი არის სუფთა ადმინისტრაციული რესურსი და მეტი არაფერი. ეს ნიშნავს იმას, რომ ოქტომბერში ჩვენ ამ ხელისუფლებას ჩამოვაშორებთ და გავაგრძელებთ განვითარებას. ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი და ეს აჩვენა გამოკვლევებმა. ამ კრიზისიდან ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი. რაც შეეხება რეიტინგის დაუჯერებლობას, ეს არის ავტორიტეტული ორგანიზაცია, შეიძლება ზოგიერთისთვის ვარსკვლავებითა და ყავით მარჩიელობა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით შეუძლიათ გაააგრძელონ კვლევა", - განაცხადა სერგო რატიანმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 15% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, ხოლო 13 % - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.