სოსო ცინცაძე: ყველაზე კარგი ინდიკატორი ხალხისათვის საკუთარი მაცივარი და ჯიბეა, როცა ერთიც ცარიელია და მეორეც, ამას აღარც კვლევა სჭირდება და აღარც გამოკითხვა
13-04-2016, 04:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი, სოსო ცინცაძე ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყველაზე კარგი ინდიკატორი ხალხისათვის საკუთარი მაცივარი და ჯიბეა, როცა ერთიც ცარიელია და მეორეც, ამას აღარც კვლევა სჭირდება და აღარც გამოკითხვა.

 


”4 წელი ძალიან დიდი დროა პოლიტიკისთვის, შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში ეს გაელვებაა, მაგრამ პოლიტიკისთვის ძალიან დიდი დროა. ის, რომ 4 წელიწადში ცხოვრება გაუარესდა, ამას რა კვლევა უნდა. ეს ისედაც ცხადია. ყველაზე კარგი ინდიკატორი ხალხისთვის არის საკუთარი მაცივარი და ჯიბე, როცა ერთიც ცარიელია და მეორეც, ამას აღარც კვლევა სჭირდება და აღარც გამოკითხვა. რაც შეეხება ჩვენი ნარჩევი პარტიის დეპუტატების განცხადებას, რომ ის ამას არ ენდობა და ეს იმას არ ენდობა, ეს უკვე ელემენტარულად მათივე კეთილსინდისიერების და ზნეობრივი ჰიგიენის პრობლემაა”, - განაცხადა ცინცაძემ.

 

 

კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა რადიკალურ ცვლილებებს იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე დიდია მაჩვენებელი იმ ელექტორატის, რომელსაც არჩევანი ჯერ გაკეთებული არ აქვს, ცინცაძემ უპასუხა, რომ ”არა”.

 

 

”ეს არის ყველაზე დიდი ხელოვნური შეცდომა, რომ ვინმეს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული. გადაწყვეტილება ყველას აქვს მიღებული, მაგრამ ყველაზე დიდი ნაწილი, რომელმაც იცის, მას უკვე ხელი აქვს ჩაქნეული და არჩევნებზე მისვლას აღარ აპირებს. ელემენტარულად ეს ჩვენი პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეზე მეტყველებს. ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი თავის აქცენტებში შეიძლება იყოს მოსახლეობა ამერიკაში, ევროპაში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში ან ახალ ზელანდიაში, სადაც ხალხის ძირითადი საფიქრალი რა ვჭამო არ არის. ქვეყანაში, სადაც ძირითადი საფიქრალია რა ვჭამო და ბავშვებს რა ვაჭამო, იქ საკითხი ასე არ დგას. მას არ აინტერესებს, იმედგაცრუებულია, ხელი აქვს ჩაქნეული და ფიქრობს, რომ მისთვის სულ ერთია, ხალხისთვის არავინ არ არის. როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოხდეს 6 თვეში ისეთი,რომ შალვა ნათელაშვილის ამომრჩეველმა ხმა მისცეს კვაჭანტირაძეს?!” - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

 

 

ცინცაძის თქმით, ამ საფრთხეს თითოეული პოლიტიკოსი გრძნობს და სწორედ ამიტომ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ არჩევნებზე მისვლა შესაძლოა სავალდებულო გახდეს.

”ხედავენ, რომ წლიდან წლამდე ხალხის რაოდენობა, ვინც საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, გეომეტრიული პროგრესით იზრდება. სადაც საზოგადოება პოლარიზებულია, ჩვენთან არ არსებობს საშუალო ფენა, რომელსაც შეუძლია მერყევი იყოს, ჩვენთან არიან მდიდრები და ღარიბები, არიან კმაყოფილები ამ მთავრობით და უკმაყოფილოები. უკმაყოფილო ერთ თვეში კმაყოფილი ვერ გახდება, ხოლო კმაყოფილი შეიძლება უკმაყოფილო გახდეს. ვინც უკმაყოფილოა და ერთ თვეში სამსახურს ვერ იპოვის, ის ან წავა არჩევნებზე და ხმას მისცემს ოპოზიციას ან საერთოდ არ წავა არჩევნებზე”, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი