ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები დაიწყო
13-04-2016, 04:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქორწინების საკითხის კონსტიტუციაში განსაზღვრის თაობაზე რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები დაწყებულია.

 

რეფერენდუმის დანიშვნის თემაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკვე ესაუბრა.

 

იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ვერ გავა და მის მისაღებად საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერხდება, ”ქართული ოცნება” ალტერნატიულ გზად სწორედ რეფენდუმის ჩატარებას განიხილავს, რაც მათივე გეგმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად უნდა მოხდეს.

 

საქართველოს კონსტიტუციის და ”რეფერნდუმის შესახებ” ორგანული კანონის გათვალისწინებით, პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით რეფერენდუმი დანიშნოს.

 

რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.

 

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორგანული კანონის გათვალისწინებით, რეფერენდუმი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იმართება, განსხვავებით პლებისციტისგან, რომელიც ამომრჩეველთა ერთი ნაწილის აზრის გასაგებად შეიძლება ჩატარდეს.

 

პლებისციტს პრემიერი ნიშნავს და ის რეფერენდუმისგან იმითაც განსხვავდება, რომ მის შედეგს, შესრულების კუთხით, არა სავალდებულო, არამედ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი