ნინო ბურჯანაძე: ქართული ოცნება მხოლოდ იმ ადამიანებს აუსრულდათ, რომლებიც არიან ხელისუფლებაში
13-04-2016, 06:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მას NDI-ის კვლევა არ სჭირდება იმისათვის, რომ საზოგადოების განწყობა დაინახოს.


ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ მან ძალიან კარგად იცის მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
 
 
"იმის მაგივრად, რომ მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, გაუარესდა. სიღარიბის მაჩვენებელი მოსახლეობისათვის არათუ გაუმჯობესდა, პირიქით-გაუარესდა. გაღარიბდა მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც მეტნაკლებად ნორმალურად ცხოვრობდა. ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდა იმ არასწორი პოლიტიკის გამო, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფონზე ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის კრიტიკული დამოკიდებულება ბუნებრივია.


ნინო ბურჯანაძის თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მდგომარეობის სიმძიმეს ნამდვილად ვერ ხედავენ, რადგან სამწუხაროდ, სხვა პრიორიტეტებით არიან დაკავებული.

 


"ხელისუფლბის წარმომადგენლები დაკავებულნი არიან იმაზე ფიქრით, როგორ გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი. ბოლო პერიოდში საუბარია იმაზე ვინ იქნება სიაში, ვინ არა, ვინ დატოვებს თანამდებობას და ვინ არა. ეს არის მათი მთავარი საფიქრალი. ქართული ოცნება ნამდვილად აუსრულდათ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ხელისუფლებაში და არაადეკვატურად აფასებენ მოვლენებს",-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

ბურჯანაძის აღნიშნული განცხადების შინაარსს პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი