ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული გელა ღურწკაია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას და წარდგენილ ბრალს აღიარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული გელა ღურწკაიას ადვოკატმა მილერი წოწორიამ განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, გელა ღურწკაიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს გამოართვა და გადაწყვიტა მიეტანა ჟურნალისტ ელისო კილაძისთვის, რის სანაცვლოდ გელა ღურწკაია გარკვეულ თანხას, კერძოდ, 1 000 ლარს მიიღებდა. თუმცა აღნიშნული გარიგება არ მოხდა, რადგანაც ადვოკატის ინფორმაციით, ელისო კილაძემ არ ისურვა აღნიშნული მასალის მიღება.
როგორც გელა ღურწაკაიას ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა მას საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჯამალაშვილი არასდროს უხსენებია.
რაც შეეხება საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილს, მისი ადვოკატი გიორგი ფოფხაძე დღეს სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს. ადვოკატი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ პროკურატურას მისი კლიენტის ბრალეულობის დასამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.