საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ NDI-ის კვლევას პოლიტიკურ ნაწილში ის სერიოზულად არ განიხილავს.
"მიმაჩნია, რომ ამ კვლევას „ნაციონალებთან“ პირდაპირ რაფინირებული კომპანია ატარებს და ამის თაობაზე NDI-ის არაერთხელ განვუცხადეთ. არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია და მცდელობაც არ ყოფილა, რომ ნეიტრალური კომპანია ჩართულიყო. ეს კომპანია, რომელსაც NDI კვლევებს უკვეთავს, არის ”ნაციონალებისთვის” ე.წ. თურმანიძე-ნაციონალების მალამო, რომელსაც ისინი პერიოდულად ძალიან უხვად მოიხმარენ, მაგრამ ოქტომბერში მას უკუჩვენება აქვს“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.