მიხეილ მაჭავარიანი NDI-ს კვლევებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემაა უმუშევრობა, ეკონომიკური გაჭირვება, სიღარიბე და სიღატაკე.
”გარკვეული იმედები თითქოს გაჩნდა ახალ პრემიერთან დაკავშირებით, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ის საჯაროდ დაგვპირდა, ერთად გვესაუბრა საგადასახადო ლიბერალიზაციაზე და მერე არც კი იკადრა შეხვედრა უმცირესობასთან, თავისთავად ეს ყველაფერი ჩამოიშალა. ამის ლოგიკურ პასუხს მთავრობა იღებს ჩვენი მოსახლეობის განწყობებიდან.
დღეს არის ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში და 2 თვეში შეადგენს 1,7 % -ს. დღეს არის ყველაზე მაღალი საგარეო ვალი, რაც გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის მონაცემებით - 15 მილიარდი დოლარი, 2012 წლისთვის ეს იყო 8 მილიარდი დოლარი. დღეს არის ყველაზე დაბალი საგარეო ვაჭრობა ექსპორტის და იმპორტის თვასაზრისით ბოლო 4 წლის განმავლობაში”, -განაცხადა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის განცხადებით, ისეთი განცდა აქვს, რომ რაც არ უნდა თქვას ”ნაიცონალურმა მოძრაობამ”, ხელისუფლებას და უმრავლესობას არ ესმის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.