ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში 800-ზე მეტ აბონენტს სასმელი წყალი შეუზღუდავად მიეწოდება
13-04-2016, 07:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფელ ხუცუბანში მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდა. 800-ზე მეტ აბონენტს სასმელი წყალი შეუზღუდავად მიეწოდება, - ამის შესახებ guardian.ge -ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.


დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ ხუცუბანში მერაბ ბლადაძის ოჯახში იმყოფებოდა და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.


ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, ხუცუბანში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მრავალწლიანი პროექტია. გასულ წელს პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში სათავე ნაგებობები და ცენტრალური მაგისტრალი მოეწყო, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ რეზერვუარებს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად გაიზარდა წყლის დებეტი და სასმელი და სამეურნეო წყალი შეუზღუდავად მიეწოდება ისეთ ოჯახებს, სადაც წყალმომარაგება არასდროს არ არსებობდა.


ხუცუბნის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები წელსაც გრძელდება. მალე პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყება, რომელიც შიდა მაგისტრალური ქსელის მოწყობასა და აბონენტთა გამრიცხველიანობას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელებისთვის 1 124 000 ლარია გამოყოფილი. ხუცუბნის წყალსადენი სისტემის სრული რეაბილიტაცია ნოემბრის თვეში დასრულდება. პროექტის განსახორციელებლად ჯამში 2 284 000 ლარი დაიხარჯება და 1400-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სასმელი წყლით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი