პრემიების გაცემის წესის შესახებ დადგენილება ტექნიკური შენიშვნებით მიიღეს
26-06-2014, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიების გაცემის წესის შესახებ დადგენილება ტექნიკური შენიშვნებით არის მიღებული, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ განუცხადა.

 

 

"დღეს გავიდა მთავრობის სხდომაზე საკითხი მთავრობის დადგენილების შესახებ, რომელიც დაარეგულირებს პრემიების გაცემის ზედა ზღვარს და იმ პირთა ვინაობას, რომლებსაც ექნებათ საშუალება, პრემიები გასცენ. დადგენილება მიღებული იქნა ტექნიკური შენიშვნებით. 1 ივლისს საჯარო სამსახუროს ბიუროს აქვს პერეზენტაცია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ერთიანი კონცეფცია, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ეს დადგენილება. ამ პრეზენტაციაზე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, თუ როგორ უნდა მოხდეს საჯარო სამსახურში დაწინაურება, მიღება, გათავისუფლება, რანგირება და რაც ასევე მნიშვნელოვანია, როგორ უნდა შეფასდეს პრემიების რანგირება და ა.შ.", - განაცხადა ნინო კობახიძემ.

 


რაც შეეხება იმას, ახალი წესი შეეხება თუ არა დანამატების სისტემას, ნინო კობახიძე აცხადებს, რომ კონცეფციის პრეზენტაციაზე საუბარი იქნება ხელფასებზე, დანამატებზე და პრემიებზე სხვადასხვა უწყებების რანგირების მიხედვით, რადგან სხვადახვა უწყებებში სპეციფიკა განსხვავებულია.

 


"სწორედ ამაზე იქნება საუბარი 1 ივლისს, თუ სად, რამდენი ხელფასი, რამდენი დანამატი უნდა იყოს. პრემიებზე უკვე მიღებულია დადგენილება და პრემირებაზე არანაირი ცვლილება აღარ იქნება", - განმარტა ნინო კობახიძემ.

 

 

მისივე თქმით, ახალი წესის მიხედვით, პრემიის გაცემა შესაძლებელია კვარტალში ერთხელ, თუმცა ეს სავალდებულო არ არის, ვინაიდან პრემია თავისთავად ნიშნავს პოზიტიურად შესრულებული სამუშაოს მიხედვით წახალისებას, რომელიც კვარტალში ერთხელ იმ შემთხვევაში გაიცემა თუ მინისტრი ან ზემდგომი თანმდებობის პირი ჩათვლის, რომ მისმა თანამშრომლებმა ეფექტურად შეასრულეს სამუშაო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი