ჯემალ მებუკე: სახელმწიფო გამწვანების პროექტის სახით კიდევ ერთ უპრეცედენტო პროექტს ახორციელებს
13-04-2016, 08:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა, სოციალური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, კულტურული და სპორტული საკითხები განიხილეს დღეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გამართულ სამუშაო თათბირზე, რომელსაც, როგორც სამსახურების ხელმძღვანელები, ისე ა(ა)იპ-ების დირექტორები და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგნლები ესწრებოდნენ.


მათ გასული კვირის ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ დაგეგმილ პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.

თათბირზე გამგებლის პირველმა მოადგილემ იუზა უგულავამ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ მომავალ კვირას უშუალოდ შეხვდება მათ და ერთობლივად განიხილავენ ყველა აქტუალური საკითხს, პრობლემას და დასახავენ სამომავლო გეგმებს.


თათბირი ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ შეაჯამა. მან მუნიციპალიტეტში დაწყებულ გამწვანების აქციაზე გაამახვილა ყურადრება და აღნიშნა, რომ მსგავს პროექტებში მაქსიმალურად ჩართვაა საჭირო.


„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გულისხმიერად აკეთეთ საქმე, რომელზეც პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული. ყური მიუგდეთ მოსახლეობას, მოისმინეთ და გაითავისეთ მათი პრობლემები. კომპეტენციის ფარგლებში, გაუწიეთ დახმარება.


სახელმწიფო კიდევ ერთ უპრეცედენტო პროექტს ახორციელებს, ვგულისხმობ, გამწვანებას. დღეს, ხონის მაღალმთიან ზონაში, ათასობით ახალი ნერგი ირგვება. საჭიროა მსგავს პროექტებში მაქსიმალურად ჩავერთოთ.


გარემოზე ზრუნვა ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. სამწუხაროდ, ეს ბევრს გათავისებული არ აქვს. მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პირებს , რომლებიც ბიზნეს საქმიანობას ეწევიან. აუცილებელია დავიცვათ ყველა რეგულაცია, რასაც ბუნების და გარემოს დასაცავად კანონი ითვალისწინებს," განაცხადა ჯემალ მებუკემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი