ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
სამუშაოები მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილზე გაეცნენ. გამგეობის ცნობით, ქუჩის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით 1 009 881 ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა უკვე მოეწყო.
რუსთაველის ქუჩის კეთილმოწყობით სამუშაოებს კომპანია „სამკუთხედი“ აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.