გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ ტორსს შეხვდა
13-04-2016, 08:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ ტორსს შეხვდა.
ეუთო-ს უმაღლემა კომისარმა საქართველოს პრეზიდენტს ოსური მხარის მადლობა გადასცა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოსური სახლის აღდგენის გამო.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივით ასევე გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ - ოსური ურთიერთობების ცენტრი და შეიქმნა ვებგვერდი - აფხაზეთის ვირტუალური არქივი, სადაც ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს შეუძლიათ ისეთი საარქივო ინფორმაცია - ვიდეო, აუდიომასალა მოიძიონ, რომელიც თბილისში ინახება.

ეთნიკური უმცირესობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, სოფიო შამანიდის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს უმაღლეს კომისარს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან ეროვნული უმცირესობები. ეს არის ენისა და ქართულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხი.

 

 

„პრეზიდენტმა ეუთო-ს უმაღლეს კომისარს გააცნო ის მიმართულებები, რომელზეც მუშაობს ხელისუფლება და შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეთნიკური უმცირესობები იყვნენ არა მხოლოდ ამომრჩევლის როლში, არამედ იქნენ არჩეულნიც საკანონმდებლო ორგანოში“ , - განაცხადა სოფიო შამანიდმა.

 

 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, სოფიო შამანიდი და კახა კოჟორიძე, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი