საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ მიღებული რეგულაციით, დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ექვს ქართველ მოჭიდავეს სანქციები მოუხსნეს.
საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელის პალიკო კასრაძის ინფორმაციით, თუ პირველ მარტამდე აღებულ სინჯებში მელდონიუმის შემცველობა 2-დან 15 მიკროგრამამდე იყო, სპორტსმენი დისკვალიფიკაციას ექვემდებარებოდა, უფრო ნაკლები შემცველობის შემთხვევაში კი არა.
მისივე განმარტებით, სპორტსმენების სინჯებში აღნიშნული პრეპარატი დასაშვები ნორმის ფარგლებში მოექცა.
”საერთაშორისო ანტიდოპინგურ სააგენტოში მიმდინარეობდა განხილვა, რაც დაკავშირებული იყო 1-ელ იანვრამდე მიღებულ და ამის შემდეგ აღმოჩენილ ამ ჯგუფის დოპინგზე. ჩატარებულმა კვლევამ განსაზღვრა შარდში მელდონიუმის კონცენტრაცია და საბოლოო დასკვნა ამ დილით უკვე დაგვიგზავნეს. მასში წერია, რომ თუ 1-ელ მარტამდე აღებულ სინჯებში ეს შემცველობა 2-დან 15 მიკროგრამამდე იყო, ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას, უფრო ნაკლები კი - არა. ჩვენს შემთხვევაში ეს მეორე ვარიანტია - ექვსივე მათგანის სინჯი მერყეობს 0.2-დან 2-მდე. აქედან გამომდინარე, ქართველ სპორტსმენებს ყველანაირი სანქცია მოეხსნათ და აღუდგათ თავიანთი უფლებები, მათ შორის - დავით მოძმანაშვილსაც, რომელსაც ეს აღარ ეთვლება განმეორებით დოპინგად”, - განაცხადა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელმა პალიკო კასრაძემ.
აკრძალული პრეპარატის, მელდონიუმის მიღებაში ბრალი ქართველ მოჭიდავეებს, ბექა ბუჯიაშვილს, ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონ ბექა ლომთაძეს, ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ ავთანდილ კენჭაძეს, გიორგი მეშვილდიშვილსა და ოლიმპიადის ფინალისტ, ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ დავით მოძმანაშვილს, ასევე თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე მათე სოფაძეს ედებოდა. თუმცა ამჯერად დოპინგსკანდალში შესაძლოა ქართველი ბოდიბილდერები გაეხვან. კასრაძის განცხადებით, სამი ბოდიბილდერი აკრძალული პრეპარატების მიღებაშია ეჭვმიტანილი და ჯერჯერობით მათი ანალიზების კვლევა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.