"როიტერსის" ცნობით, მიანმარში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
როგორც ცნობილია, ძლიერი მიწისძვრა მიანმარის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ქალაქ მანდალაისთან ახლოს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ბანგლადეშსა და ინდოეთის ზოგიერთ რეგიონშიც იგრძნობოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.