ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ლევან ცაბაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
გუბერნატორმა და გამგებელმა ობიექტების დათვალიერება დაბაში გურამიშვილის ქუჩის გზის სამშენებლო სამუშაოებით დაიწყეს, შემდეგ კი, სოფელ ოთაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და სოფელ ორგორა-საყუდაბელში, ასევე სოფელ ძველსა და სოფელ ჭობარეთში მისასვლელი გზის-მოასფალტების პროცესი დაათვალიერეს. მათ აგრეთვე მოინახულეს საჭიდაო დარბაზის მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ასფალტბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს სოფლების ორგორისა და საყუდაბელის დამაკავშირებელი გზის 3700 მეტრიან მონაკვეთზე. პროექტის ღირებულებაა 760 046 ლარი. სამუშაოები აქ მარტის შუა რიცხვებში დაიწყო და აპრილის ბოლოს, ვადაზე ადრე დასრულდება. პროექტი სამწლიანია, რომლის პირველი ეტაპი გასულ წელს ზველი-ჭობარეთის გზის რეაბილიტაციით დაიწყო და 2017 წელს დასრულდება . შედეგად ოთხი სოფლის 1500-მდე მაცხოვრებელი კეთილმოწყობილი გზით შეძლებს ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირებას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება ასევე ასპინძის ციხესთან, მეფე ერეკლე მეორის ქუჩაზე, სოფელ ოთასთან მისასვლელ გზაზე. პროექტის ფარგლებში ასფალტბეტონის საფარი იგება 1200 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები, სანიაღვრე არხების მოწყობა და გზის გრუნტის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. პროექტს 297 783 ლარი მოხმარდება.
უკვე დასრულებულია დაბა ასპინძაში, გურამიშვილის ქუჩის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგო გზის 1 კილომეტრიან მონაკვეთზე. პროექტი 262 ათასი ლარით დაფინანსდა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 2 102 169 ლარია გათვალისწინებული.
როგორც ასპინძის გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეოს და გარკვეულ ვადებში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.