უჩა ნანუაშვილი ფარული ჩანაწერების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
13-04-2016, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურის მხრიდან გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, თუმცა ეს არ არის დასასრული. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ გამოძიების პროცესს. იმედი გვაქვს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ წამზომის გამორთვა გახდება საჭირო“, - აღნიშნა ნანუაშვილმა.

 

სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა,რომ ომბუდსმენი და არასამთავრობო ორგანიზაციები შეთანხმდნენ და აქვთ საერთო პოზიციები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან მიმართებაში, მოსმენებთან დაკავშირებით.

 

„ასევე საერთო პოზიციები გვაქვს მოსმენებთან დაკავშირებით, რომ უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა და ამ მიმართულებით საკონსტიტუციო სარჩელი ერთობლივად წარვადგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ხვალ განიხილება. ასევე შეთანხმებული ვართ იმაზე, რომ უნდა მოხდეს უსაფრთხოების სისტემის ძირეული რეფორმა. ამ საკთხთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციები უკვე გვქონდა პარლამენტში. შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივად მუშაობას, რომ თანამშრომლობით და ერთობლივი ძალების შედეგად მოხდეს კონკრეტული შედეგების მიღწევა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი