გიორგი მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს, პასკალ მენიეს შეხვდა
14-04-2016, 01:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს, პასკალ მენიეს შეხვდა.

 


უწყების ცნობით, შეხვედრაზე საფრანგეთში გიორგი მღებრიშვილის სამუშაო ვიზიტის შედეგებზე ისაუბრეს.

 


"როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში საქართველო-საფრანგეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა, მათ შორის, ორმხრივი კონტაქტების, პოლიციის ატაშეებისა და ინტერპოლის მეშვეობით. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საფრანგეთში ვიზიტის დროს ფრანგ კოლეგას მან უწყებაში მიმდინარე რეფორმების და სიახლეების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

 


გიორგი მღებრიშვილმა და პასკალ მენიემ საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებულ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობას.

 


საფრანგეთის ელჩმა საქართველოში კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალ კვირას საფრანგეთში ქართული დელეგაცია გაემგზავრება. დელეგაციის წევრები ფრანგ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ"- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი