სამართალდამცველებმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში ორი მოქალაქე მისცეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით,, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიკაციის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მოქალაქეები კახა ღურწკაია და მაკა შარია მისცა.
გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულები, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოველგვარი ტექნოლოგიური პროცესების დაცვის გარეშე, ახდენდნენ ქართული კონიაკების, „სარაჯიშვილისა“ და „თბილისურის“ ფალსიფიკაციას, ბოთლებზე აკრავდნენ მეორად აქციზურ მარკებს და ასაღებდნენ ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. ექსპერტიზის დაკსვნის მიხედვით, ალკოჰოლურ სასმელს შეცვლილი აქვს თვისობრიობა და არის ფალსიფიცირებული.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 197-ე და მე-2002 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.