ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, მომავალი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული და კულტურული ტრადიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა წინასაარჩევნოდ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაგალითად ამერიკაში კვლევები ძალიან ხშირად დიდი რაოდენობით ტარდება, ყოველდღე ერთსა და იმაზე ადგილას შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა კვლევა, მაგრამ განსახვავებული შედეგები იყოს მიღებული.
ელჩის მოვალეობის შემსრულების თქმით, შესაძლოა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ასევე იყოს ინტერპრეტირებული, მაგრამ ყველა კვლევა საინტერესოა, ვინაიდან ის ასახავს მოსახლეობის პოზიციას. ბერლინელის თქმით, ყველა კვლევა უნდა გამოიყენონ პოლიტიკურმა ძალებმა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიღაცისთვის მისაღები არ იყოს.
„პოლიტიკური გამოკითხვები არის ინსტრუმენტი, რომელიც თუ ბრძნულად იქნა გამოყენებული, შეიძლება დაეხმაროს ქვეყანას არჩევნების ჩატარებაში, დაეხმაროს საარჩევნო კანდიდატებს. საქართველოს შემოდგომაზე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ელოდება და იმედია, აღნიშნული გამოკითხვები დაეხმარება ქვეყანას მომავალი არჩევნების ჩატარებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ბერლინერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.