აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2015 წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება და მასში საქართველოზეც არის საუბარი. აღნიშნული ანგარიში დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
„2015 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოადგენდა: ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთის, ან დე ფაქტო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებები; მნიშვნელოვანი ხარვეზები მართლმსაჯულებაში, მათ შორის სასამართლოზე ზეწოლა საქმეების შერჩევისას, საეჭვო სასამართლო დანიშვნები, ძალადობისა და შეურაცხყოფის შემთხვევებზე მთავრობის შეუსაბამო რეაგირება, დაუსრულებელი გამოძიებები, სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეუსაბამო დაპატიმრებები; ქალების, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მთავრობის არასაკმარისი მცდელობები“, - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ რეგიონებზეც, რომლებიც ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმაა დარჩენილი.
„რუსმა მესაზღვრეებმა შეუზღუდეს ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების უფლება. მცირე ოფიციალური ინფორმაცია არსებობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლბებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, ვინაიდან შეზრუდული წვდომაა ამ რეგიონებზე“, -აღნიშნულია დოკუმენტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.