მიხეილ მაჭავარიანი - ტაკიმასხარაობა გრძელდება
14-04-2016, 02:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ მაჭავარიანი საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
პრემიერ-მინისტრის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით განკარგულების პრეზიდენტისთვის მოტივირებული შენიშვნებით უკან დაბრუნებას მიხეილ მაჭავარიანი აფასებს, როგორც ”გამოსავალს ცუდსა და უარესს შორის”.

 

”პრეზიდენტმა და პრემიერმა ხალხი მოატყუეს, როცა ვითომ ყარაბაღის თემაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ და რეალურად, ყველამ იცის, რომ იქ კონკრეტულად არჩევნების თარიღის დანიშვნაზე იყო საუბარი. იურიდიული გაუგებრობისა და უცოდინრობის გამო პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის თხოვნით განცხადების გაკეთება მოუწია. ამის შემდეგ გაანალიზეს, რომ მთავრობა მძიმე მდგომარეობაში ვარდებოდა. ფაქტობრივად, აღმასრულებელი ხელისუფლება საარჩევნო რეჟიმში გადაიოდა, რაც ნიშნავს ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვას, საჭირო იყო საარჩევნო ოლქებში წევრების დანიშვნა, სიების გამოქვეყნება და ა.შ. ეს ”ქართულ ოცნებას” არ აწყობს, რადგან ბოლო კვლევის შედეგად, ყველა ხედავს, რომ ისინი არჩენებს აგებენ”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანია დღეს, ფაქტობრივად, მიმდინარეობს, მაგრამ არჩევნების თარიღის გამოცხადებას თავისი იურიდიული ნორმები აქვს.

 

”პრეზიდენტმა არჩევნების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა და ეს არის გამოსავალი ცუდსა და უარესს შორის. საარჩევნო კამპანია დღეს, ფაქტობრივად, მიმდინარეობს, მაგრამ არჩევნების თარიღის გამოცხადებას თავისი იურიდიული ნორმები აქვს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაანახა ქართულ საზოგდაოებას, რომ ის არის არასერიოზული ადამიანი, რომელიც ასრულებს იმ თხოვნებსა და დავალებებს, რაც ”ქართული ოცნებიდან” მოდის. საქართველოს მთვრობამ კი ამით საზოგადოებას დაანახა, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ დაინტერესებულები არიან, რომ სკამები დიდხანს შეინარჩუნონ. მე ამ პროცესს ტაკიმასხარაობა დავარქვი და სამწუხაროდ, ეს ხალხი ამასვე აგრძელებს. მთავარი სამიზნე არის ქართველი ხალხი, რომლის კეთილდღეობაზეც უნდა ზრუნავდეს პრემიერ-მინისტრიც, პრეზიდენტიც და არა იმ გამოსავალსა და ტაკიმსახარაობაზე, რაც ახლა ჩაატარეს”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უმჯობესი იქნება თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება, იქამდე კი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს მის მიერ გამოცემულ განკარგულებას მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი