ლევან დავითაშვილი იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა
14-04-2016, 02:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) წარმომადგენლებს შეხვდა.

 


"შეხვედრის მიზანი სოფლად განვითარების პროექტის ფარგლებში, იტალიის გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით, სოფლად განვითარების პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებისთვის სემინარის მომზადების საორგანიზაციო საკითხების განხილვა იყო.

 


შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე და ყურადღება პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა.

 


მინისტრის მოადგილემ დარგის განვითარებისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის, ექსტენციის სისტემის შემუშავების, მათ შორის, მობილური ექსტენციის სერვისის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა იტალიელ სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები დეტალურად გააცნო.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხეო საქართველოში აგროტურიზმის განვითარების პოტენციალს და აღნიშნული მიმართულების განვითარებისთვის იტალიურ მხარესთან თანამშრომლობის მნიშვნელობას" - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი