აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო საქმეების შესახებაც არის საუბარი.
„მარტში გენერალურმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ და შინაგან საქმეთა მინისტრ, ივანე მერაბიშვილთან, ასევე იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან და თბილისის ყოფილ მერ გიორგი უგულავასთან ერთად ბრალი წაუყენა 2007 წელს ანტისამთავრობო აქციების ძალადობრივი გზით დაშლაში მონაწილეობაში, ძალაუფლების გადაჭარბებასა და ტელეკომპანია „იმედში“ ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი აქციების კონფისკაციაში. გენერალური პროკურატურის მიხედვით, სააკაშვილმა აქციის დაშლის ბრძანება გასცა და მთავრობის ლიდერებს პატარკაციშვილის ქონების - მთაწმინდის პარკისა და ტელეკომპანია „იმედის“ საკუთრების წართმევა დაავალა მთავრობის ქმედებების კრიტიკულად გაშუქების გამო.
დეკემბერში გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე დავით ახალაიას, გენშტაბის უფროსის ყოფილ მოადგილე გიორგი კალანდაძეს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროს რომან შამათავას ციხეში წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეებზე" აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.