მარტის დასაწყისში საქართველოს ისრაელის წამყვანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ეწვევიან.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური იუწყება, მათ გამოთქვეს სურვილი საქართველოში სხვადასხვა მიმართულების ინვესტიციები განახორციელონ. გადაწყვეტილება ბიზნესმენებმა ირაკლი ღარიბაშვილთან იერუსალიმში სამუშაო ვახშამზე გაახმოვანეს, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა.
ვახშმის გამართვამდე ისრაელში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი იყო ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. გამოითქვა სურვილი უკვე არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ.
მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, იერუსალიმის ძველი ქალაქი დაათვალიერა და გოდების კედელი მოინახულა
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ შიმონ პერესს შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.