თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საკითხს ბათუმში, თავდაცვის და უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას შეეხო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმაზე თუ როგორ შეავსოს "ის წყვეტა, რომელიც არსებობს საფრთხის აღქმის თვალსაზრისით ძველსა და ახალ ევროპას შორის."
"ჩვენ უნდა შევავსოთ ის გარღვევა, რომელიც არსებობს გამოწვევებთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ვხედავთ ტრანსატლანტიკურ ერთიანობას იმ მოვლენებზე, რაც ხდება უკრაინაში. მაგრამ, ჩვენ ვაანალიზებთ რამდენად არის ეს ღონისძიებები საკმარისი, რომ რუსეთი შეაჩეროს, უფრო შორს, თავისი მიზნების მიღწევის გზაზე, რომელიც უეჭველია, რომ უახლოეს საზღვარგარეთში თავის გავლენის სფეროების აღდგენას ეხება", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის ჩატარების ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია რუსეთის პირდაპირი აგრესია.
"ამან არ შეაჩერა ჩვენი პოლიტიკური სისტემის რეფორმება, იმაში დარწმუნება, რომ დემოკრატია არის ის სისტემა, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ აირჩია. ბოლო პერიოდში სამი არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში, რამაც დაამტკიცა, რომ საქართველოს საზოგადოება დემოკრატიულია თავისი ბუნებით. პირველად მოხდა დემოკრატიული არჩევნების შედეგად ხელისუფლების გადაცემა. დემოკრატიის მისწრაფება ასევე განსაზღვრულია ნატო-ს ოპერაციებში მონაწილეობა, რაც ჩვენ არმიას უფრო თავსებადს ხდის ნატო-ს ძალებთან. ცენტრალური აფრიკიის მისიაში მონაწილეობა იმას ამტკიცებს, რომ საქართველო ძალიან მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ალასანიამ.
მანვე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხზე ისაუბრა.
"ვერ ავუვლი ხაზს ამის ხაზგასმას. მინდა მივულოცო მთელ საქართველოს. პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დელეგაცია ხელს აწერს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან", - აღნიშნა ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.