NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ, - ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისივე შეფასებით, ეს არის კონკრეტული პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზე მორგებული კვლევები.
„მე ვფიქრობ, სერიოზულობით ვუპასუხოთ NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს, არ იქნება სწორი. ჩვენ გვახსოვს NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები 2012 წლიდან მოყოლებული და შემდეგ თუ რა რეალურ შედეგს ვიღებდით არჩევნებზე, ამიტომ, მე ვფიქრობ, NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ“, - განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.