სფფ-ს განცხადებით, უმაღლესი ლიგის მომდევნო სეზონში კლუბები ლიცენზირების გარეშე ვეღარ ითამაშებენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კლუბები, რომლებიც ლიცენზირებას ვერ გაივლიან, უმაღლეს ლიგაში არ დაიშვებიან.
ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა ბაქარ ჟორდანიამ განუცხადა, ადრე არსებული მიდგომა შეიცვლება და უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს დაევალდებულება ლიცენზიის გავლა.
”ჩვენი მიდგომა უფრო სამართლიანი იქნება, ვიდრე მკაცრი. ხელებს ვერავის გადავუგრეხთ, რომ რამე გააკეთოს. სამართლიანობა გამოიხატება იმაში, რომ უფრო სწორი მიდგომა იქნება ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ლიცენზირების პროცესთან მიმართებაში. უფრო სწორად აღვიქვამთ ამ პროცესს და სალიცენზიო გადაწყვეტილებებიც უფრო ადეკვატურად იქნება მიღებული. ადრე თუ იყო რაღაც დამახინჯებული ფორმები და გამონაკლისის სახით აძლევდნენ კლიბებს ლიცენზიას, ასეთი მიდგომა შეიცვლება. უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ლიცენზირებული კლუბები ითამაშებენ. აღმასკომი უშვებდა გამონაკლისს. თუ გუნდი ჯარიმას გადაიხდიდა, ლიცენზიის გავლა აღარ იყო საჭირო და უმაღლეს ლიგაში ლიცენზიის გარეშე თამაშობდნენ. წინა სეზონში ჯარიმის ოდენობა იყო 50 000 ლარი. ორმა კლუბმა - ”გურიამ” და ”საპოვნელამ” 50 000 ლარი გადაიხადეს და უმაღლეს ლიგაში დაუშვეს ლიცენზიის გარეშე. ასეთ მიდგომას ჩვენ ვეწინააღმდეგებით”, - განაცხადა ჟორდანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.