„მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ NDI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევები არის აცდენილი რეალობას. ამას ადასტურებს შიდა კვლევები, რომელსაც პერიოდულად ვატარებთ" - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
"ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენ მეორე ადგილზე მყოფ პარტიას რამდნჯერმე ვუსწრებთ. კვლევის მეთოდოლოგიაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. გეტყვით, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით 3 500 ადამიანი გამოიკითხა. ახლა ვმსჯელობთ იმაზე, უნდა გამოვაქვეყნოთ თუ არა აღნიშნული შედეგები. სამწუხაროდ, NDI ვერ ახერხებს რეალური შედეგების დადებას, ეს პრაქტიკა უკვე წლების განმავლობაში გრძელდება, ასე იყო 2010 წელსაც, 2012-ში და ა.შ.
2012 წელს კვლევისა და არჩევნების შედეგებს შორის იყო კატასტროფული აცდენა. იგივე მოხდა 2012-13 წლებშიც. ბოლოს არჩევნები ჩატარდა გარდაბანში, რაც ერთგვარი ტესტი იყო „ქართული ოცნებისთვის.“ გარდაბნის არჩევნების შედეგების მიხედვით, შეგვიძლიათ თქვათ, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიას რამდენჯერმე ვუსწრებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.