ირაკლი ჩიქოვანი - სახელისუფლებო შტოები არაკოორდინებულად მუშაობენ
14-04-2016, 03:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატების” ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი არჩევნების დანიშვნის თაობაზე მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. მისი შეფასებით, არჩევნების დანიშვის თაობაზე მთავრობის მიერ პრეზიდენტის განკარგულებაზე უარის თქმა, სახელისუფლო შტოების არაკოორდინირებულ მუშაობას ადასტურებს.

 

ჩიქოვანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა, ე.წ. სამართლებრივი კაზუსის გამოსწორების მცედელობაა.

 

რეალურად კი, დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის განკარგულების გამოქვეყნება და წინასაარჩევნო რეჟიმის გამოცხადება, შეზღუდავდა ხელისუფლებას, განეხორციელება ის, რასაც შეიძლება ამომრჩევლის განწყობაზე მოეხდინა ზემოქმედება.

 

”ამის მიუხედავად, როცა არ უნდა გამოცხადდეს წინასაარჩევნო კამპანია, ამომრჩეველი გადაწყვეტილებას მაინც იმ პრობლემების გათვალისწინებით მიიღებს, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში დაგროვდა. ეს ბოლო რამდენიმე წელი კი დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ უმოქმედობასთან ”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებას პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის.

 

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე. შესაბამისად, მისი აზრით, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი