"გაზპრომთან" ექვსთვიანი მოლაპარაკებების შედეგად მოვახერხეთ ის, რომ ვრჩებით ძველ ფორმატში, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.
„ეს არის „გაზპრომთან“ 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგი. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ვრჩებით ძველ ფორმატში და რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთის მიმართულებით გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობების 10% ნედლეულის სახით დარჩება ქვეყანაში. ეს არის ერთწლიანი ხელშეკრულება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე იქნა გამოტანილი და შესაბამისად, იქნება ხელმოწერილი „გაზპრომ ექსპორტსა” და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.