NDI- ის დირექტორი პოლიტიკური ძალების კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევს
14-04-2016, 04:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

NDI - ის ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი ბოლო კვლევებთან დაკავშირებით პოლიტიკური ძალების მირ გამოთქმულ უნდობლობასა და კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ენდობიან მსგავს გამოკითხვებს.

 

„ვფიქრობ, ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსგავს გამოკითხვებს არ ენდობიან. ეს ჩემს ქვეყანაშიც ასე ხდება. მიზანი იმისა, რატომაც ვატარებთ საზოგადოებრივ გამოკითხვებს საქართველოში არის ის, რომ დავეხმაროთ სხვადასხვა სახელმწიფო მაღალჩინოსანს - მთავრობაში, პარლამენტში, საარჩევნო კომისიაში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, რათა მათ ჰქონდეთ უკეთესი წარმოდგენა საზოგადოებრივ აზრთან დაკავშირებით. ამგვარად მათ შეუძლიათ გაატარონ საჭირო პოლიტიკა, კანონმდებლობა და განავითარონ უკეთესი საკომუნიკაცო სტრატეგია, რაც მოქალაქეების საჭიროებებს ემთხვევა“, - აღნიშნა მან.

 

თორნტონის განმარტებით, მომდევნო საზოგადოებრივი გამოკითხვა სავარაუდოდ, ივნისის ბოლოსთვის გამოქვეყნდება.

 

“ჩვენი მომდევნო გამოკითხვა იქნება ივნისის ბოლოს. რა დროსაც ვნახავთ, იქნება თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილება ახლანდელ შედეგებთან შედარებით. როგორც იცით, ახლა გამოკითხულთა 61 პროცენტს ვერ გადაუწყვეტია, ვის უჭერს მხარს“, - NDI-ის თბილისის ოფისის დირექტორმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი