ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, - ქართულად წარმოთქმული ამ სიტყვებით დაასრულა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ქართველი ხალხისადმი საგანგებოდ გავრცელებული მისი ვიდეომიმართვა.
"ძვირფასო ქართველებო, დღეს ევროკავშირი ხელს აწერს ასოცირების შეთანხმებას საქართველოსთან. მივესალმები და გილოცავთ ევროპულ არჩევანს. ეს არის გზა მეტი თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ და ევროპული კეთილდღეობისკენ. ლიტვა და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა თქვენ მტკიცე პარტნიორად ვრჩებით. ეს ჩვენი საერთო შესაძლებლობაა გაგიზიაროთ ის საუკეთესო, რაც გაგვაჩნია – ღირებულებები და პარტნიორიობა. ეს უდიდესი დღეა ევროპისთვის, რადგან ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ევროპული ცხოვრების წესს", - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.