უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვლადიმერ გროისმანის კანდიდატურა დაამტკიცა. ამავე დროს საკანონმდებლო ორგანომ დააკმაყოფილა უკვე ყოფილი პრემიერის, არსენი იაცენიუკის გადადგომის შესახებ განცხადება.
გროისმანის კანდიდატურას 257-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 50 კი მის წინააღმდეგ გამოვიდა. ამასთან ცნობილი გახდა, რომ პარტია „ბატკივშინას“ ფრაქცია ოპოზიციაში გადადის. პარტიის ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ „ბატკივშინა“ ახლა კონსულტაციებს მართავს სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისათვის, რომ ახალი სახელმწიფო პოლიტიკა შეიმუშვონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.