ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების მხრიდან გადანერგვის ოპერაციების შესახებ ჯანდაცვის უწყებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების პროექტი დაამტკიცებულია და აღნიშნული დადგენილებით გასწორდა ის შეუსაბამომები, რომელიც 2001 წლის კანონსა და 2010 წლის დადგენილებას შორის იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ დასახელება ერთგვარ ბრუტალურ ელფერს შეიცავს, რეალურად ეს ადმინისტრირების საკითხებია. ადამიანის ორგანოების ტრანსპლანტაცია (გადანერგვა) ერთ-ერთი მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობაა. შეუსაბამობაა 2001 წლის კანონსა და 2010 წლის მთავრობის დადგენილებას შორის, კერძოდ, ის, რომ კანონში ეწერა, სამედიცინო დაწესებულებას ჰქონდა ვალდებულბა შეტყობინების შესახებ ვინ არის დონორი და ვინ არის პაციენტი, ხოლო ლიცენზიებისა და ნებართვების დადგენილების შესახებ დადგენილებაში ეს ვალდებულება არ ეწერა. გამოკვეთა შემთხვევები, როდესაც კლინიკები არ გვაწვდიდნენ ინფორმაციებს, ჩამოჰყავდათ დონორები, მიჰყავდათ პაციენტები და აკეთებნდენ გადანერგვის ოპერაციებს და მთავრობა ამის შესახებ არაფერი იცოდა, რაც მიუღებელია დიდი რისკის გამო და ეს ცვლილება სწორედ ამას ეხება“, - განაცხადა სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.