თუ ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ არ ვიბრძოლებთ, „ისლამური სახელმწიფო“ კიდევ უფრო გაძლიერდება“, - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „პირდაპირი ხაზის“ დროს გააკეთა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სირიაში მშვიდობა სამხედრო ოპერაციებით ვერ მიიღწევა და ამისთვის საჭიროა მოლაპარაკებები.
„უნდა მოხდეს შეთანხმება, რათა ყველა დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მიღებულ იქნას კონსტიტუცია, კონსტიტუციის საფუძველზე კი ჩატარდეს არჩევნები და ასეთი გზით მოხდეს კრიზისიდან გამოსლა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინი „პირდაპირი ხაზის“ ფარგლებში პირდაპირ ეთერში პასუხობს მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.