თბილისში რეზო ჩხეიძისა და კოტე მახარაძის სახელობის ქუჩები იქნება
14-04-2016, 05:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში რეზო ჩხეიძისა და კოტე მახარაძის სახელობის ქუჩები იქნება. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა თბილისში რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

 

სხვა საკითხებთან ერთად, კომისიის წევრებმა თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ლარსის ქუჩის შესახვევისთვის კინორეჟისორის რეზო ჩხეიძისა და მთაწმინდის რაიონში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩის I ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწის კოტე მახარაძის სახელების მინიჭებას დაუჭირეს მხარი.

 

დღესვე, სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ვაკის რაიონში, სოფელ კვესეთში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის და უსახელო ჩიხისთვის, საბურთალოს რაიონში, ძველი ვეძისის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის მათთან არსებული შესახვევისთვის, ჩიხებისთვის და გასასვლელისთვის და ასეევ ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, სოფელ აგარაკში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის მათთან არსებული ჩიხებისთვის და გასასვლელებისთვის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სახელების მინიჭების საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

 

„რეზო ჩხეიძე ლარსის ქუჩაზე ცხოვრობდა და იქ არის ლარსის შესახვევი, რომელიც უკვე ქუჩად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება კოტე მახარაძის სახელობის ქუჩას, ფიქრის გორაზე ჩვენ გვაქვს ცალკე შესახვევი, რომელიც ასევე ცალკე ქუჩად ჩამოყალიბდა და მას დაერქმევა კოტე მახარაძის სახელი. გარდა ამისა, შემოერთებული სოფლები ქვემო ვეძისი, კვესეთი და აგარაკები, სადაც ჩვენ 9 აპრილთან დაკავსირებით ვაკეთებთ სახელდებას და 16 გარდაცვლილის სახელი დაერქმევა იქ ქუჩებს. 9 აპრილს გარდაცვლილი 16 გმირი იყო დარჩენილი, რომელთა სახელობის ქუჩები არ არსებობდა“, _ განაცხადა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ.

 

კომისიის რეკომენდაციებს დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი