დავით ბერძენიშვილი: პრეზიდენტის განცხადება არ არის შექმნილი პოლიტიკური ვითარების ადეკვატური
14-04-2016, 05:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულების მაისში გამოცემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ  ის "არ არის შექმნილი პოლიტიკური ვითარების ადეკვატური".


”პრეზიდენტის განცხადება, რომ რადგან ახლა მას უნდა და არ დათანხმდნენ, მაშინ მაისში გამოსცემს აქტს - ღიმილისმომგვრელია, რადგან თუ მაისში გამოცემულ აქტს პრემიერი არ დაეთანხმება და ხელს არ მოუწერს, ანუ თუ არ მოხდება კონტრასიგნაცია, რა სიტყვაც ახლა ძალიან პოპულარულია, მაშინ უკვე პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება ახალი განკარგულება მინიმუმ 6 თვის ვადაში გამოსცეს. პრეზიდენტის ფუჭი, ყალბი გასროლა ვის ემუქრება, მაინც ვერ გავიგე. პრეზიდენტის ეს განცხადება არ არის შექმნილი პოლიტიკური ვითარების ადეკვატური”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.


ამასთან, დეპუტატის თქმთ,   მარტში, აპრილში ან თუნდაც მაისში პრეზიდენტის განკარგულების  ძალაში შესვლა    მედიასაშუალეებს პრობლემებს შეუქმნიდა, ეს არ იქნებოდა კარგი საზოგადოებისადა მედიასაშუალებებისთვის, რადგან მხოლოდ არჩევნები არ არის ჩვენი ცხოვრება.


„ფინანსური თვალსაზრისით აპრილში, მაისში,  ივნისში, ივლისში საოლქო საარჩევნო კომისისებში პარტიები დანიშნავდენენ მაღალანაზღაურებად თანამშრომლებს, რომლებსაც საქმე არ ექნებოდათ, ამიტომ ეს დამატებითი ფინანასური ტვირთი იქნებოდა. ბიუჯეტიდან მილიონები უნდა წასულიყო იმ საქმეზე, რომელიც გასაკეთებელი ვერ იქნებოდა“, - აცხადებს დავით  ბერძენიშვილი.


საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ ის დაარწმუნა, რომ არჩევნების 60 დღემდე ადრე გამოცხადება ქვეყანას ფინანსურად დაანგრევდა თუმცა ”აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება ის უფრო ადრეც დაინიშნოს”.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი