ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა აქვს, - ეს განცხადება ევროპარლამენტში საქართველოს მომხსენებელმა ანდრეს მამკინსმა სტრასბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამკინსმა განაცხადა, რომ იცის რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების მიღწევა.
მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრამდე, ანდრეს მამკინსის განცხადებით, იგი შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს, სადაც მათ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც ის ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. დისკუსიების მთავარი თემებია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელება და ამ პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.