მარტვილსა და სენაკში მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, პროექტის „მდგრადი ეკოტურისტულ მომსახურეობის განვითარება ადგილობრივი თემის ჩართულობისა და არაფორმალური დუალური განათლების გზით“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ guardian.ge-ს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
პრეზენტაციის დროს, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს განიხილავენ.
შეხვედრას ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის თემებში გამგეობის წარმომადგენლები, ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები, ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლები, გამყოლები და გიდები დაესწრებიან.
პროგრამა ხორციელდება პროექტის: “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD), რომელსაც ახორცილებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.
აღნიშნული პრეზენტაციები მარტვილში 20 აპრილს, ხოლო სენაკში 21 აპრილს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.