„ქობულეთის გამწვანების“ ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა. ეკო-პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე 250 -მდე ფიჭვის ნერგი დაირგო. აქციაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში და უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი მონაწილეობდნენ.
გამწვანების აქცია აჭარის სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით იმართება, რომლის ფარგლებში დაგეგმილია 1300 ძირი იტალიური ფიჭვის დარგვა. ქალაქის გამწვანების მიზნით ასევე დაგეგმილია ფიჭვნარის დასახლებაში აღმაშენებლის გამზირის გამწვანება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.