„რესპუბლიკელები“ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერის პოზიციას იზიარებენ
14-04-2016, 07:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

 

„როცა არჩევნების დღე გამოცხადებულია და 8 ოქტომბერთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ვერ ვხვდები, მაისის დასაწყისში შესაბამისი განკარგულების გამოცემა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება, რა პრინციპული ამბავია, - აცხადებს კორძაია.

 

მისივე შეფასებით, მთავრობამ პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ძალიან გონივრული ვადა შესთავაზა და ამ თვალსაზრისით 8 ივლისი სრულიად მისაღები თარიღია.

 

”რესპუბლიკელი” დეპუტატი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ხუთი თვით ადრე დაწყება ტვირთია არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, არამედ მედიისთვისაც, რომელსაც არჩევნებამდე 5-თვით ადრე იმ ვალდებულების შესრულება მოუწევს, რასაც მას კანონმდებლობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს აკისრებს.

კორძაიას თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ”რესპუბლიკელები” პრემიერის პოზიციას იზიარებენ.

 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულება პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან გაუგზავნა და როგორც დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე. პრემიერის აზრით, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს.

 

თავის მხრივ პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი