ანა ნაცვლიშვილი თანამდებობის პირების მხრიდან პასუხისმგებლობის გამოჩენის აუცილებლობაზე საუბრობს
14-04-2016, 07:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტები და განსაკუთრებით უმაღლესი თანამდებობის პირები, ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებს, -აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.

 

ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულების ივლისის ნაცვლად მაისის დასაწყისში გამოცემასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხდება ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება.

 

”მთელმა ამ პროცესმა რომელიც უკავშირდება, როგორც განკარგულების გამოცემას და შემდეგ რეაქციებს აჩვენა, რომ ის რეალობა, რომ საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტები და განსაკუთრებით უმაღლესი თანამდებობის პირები ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებს და მეტი პატივიცემა გამოიჩინონ კანონთან მიმართებაში. ეს მათ შორის გულისხმობს იმას, რომ საკითხები, რომელსაც აქვს სამართლებრივი ასპექტები ჯეროვნად და დეტალურად იყოს გავლილი სფეროს სპეციალისტებთან მანამ, სანამ გაკეთდება საჯარო განცხადებები. აქ იგულისხმება ის, რომ როდესაც ხდება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, იქნებოდა ეს თარიღის გადაწყვეტა, თუ განკარგულების გამოცემა, სასურველი იყო ყოფილიყო წინასწარი კონსულტაციები იურისტებთან და გადამოწმება, იყო თუ არა ესა თუ ის გადაწყვეტილება შესაბამისობაში საქართველოს კანონდებლობასთან. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ გარკვეულწილად ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. სასურველი იქნებოდა ყოფილიყო უფრო ინკლუზიური ფორმატი და ამ ფორმატში ყოფილიყო კონსულტაციები გავლილი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

მისი თქმით, ორივე განცხადებაში ჩანს საფრთხე, რომ პრეზიდენტისა და პრემიერს შორის ურთიერთობა წარიმართოს და დაუბრუნდეს ძველ ფორმატს, რომელიც იყო არაკონსტრუქციული, დამამცირებელი და დამაკნინებელი ქვეყნისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი